24 მარტი, 1921 – საბჭოთა რევკომმა დამფუძნებელი კრება დათხოვნილად გამოაცხადა
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში
დეკრეტი N7
საქართველოს დამფუძნებელი კრების დათხოვნისა
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რევოლუციურ კომიტეტის ამა 1921 წლის მარტის 24-ს დადგენილების თანახმად საქართველოს დამფუძნებელი კრება დათხოვნილია.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე
ფ. მახარაძე
რევოლუციური კომიტეტის მდივანი
შ. გაბრიჩიძე
1921 წ. მარტის 24.
ქ. ტფილისი, სასახლე.