რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსკოვში დაურ კოვეს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი 2 აპრილს აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრ“ დაურ კოვეს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები განიხილეს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მოსკოვი მზად არის, რომ განაგრძოს რეგიონის მხარდაჭერა მისი საერთაშორისო პოზიციების გამყარების საქმეში.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრეს.
ასევე წაიკითხეთ:
- სერგეი ლავროვმა დაურ კოვეს მოსკოვში უმასპინძლა
- მოსკოვმა და სოხუმმა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა დაამტკიცეს
- ლავროვმა მოსკოვში მედოევს უმასპინძლა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)