გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 000 მოქალაქე შეძლებს
გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ 31 მარტს განახლებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 000 მოქალაქე შეძლებს, რაც წინა რაოდენობას ათჯერ აღემატება.
სამინისტროს თქმით, კვოტა ქართული მხრიდან არსებული დიდი ინტერესის გამო გაიზარდა.
2020 წლის იანვარში, ორი ქვეყნის დასაქმების სააგენტოებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს 2021 წლის 15 თებერვლიდან საშუალება მიეცათ გერმანიაში 3 თვით სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად რეგისტრაცია გაევლოთ.
მას შემდეგ, სპეციალურად შექმნილ ვებპორტალზე, გავრცელებული ინფორმაციით, 90 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი გერმანიაში მაისში ჩავა.
დასაქმების პროგრამისა და პროცედურების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)