საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა
საქართველოში 3 აპრილს ჩინეთში წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
სამინისტროსვე ცნობით, „სინოფარმის“ დოზები საქართველოს მასშტაბით 24 სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილდება.
საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 მარტს ქვეყანამ ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა მიიღო. 25 მარტს საქართველოში „ფაიზერის“ 29 250 დოზაც ჩამოვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)