COVID-19 – ყველა სიახლე: თებერვალი 2021 / არქივი
28 თებერვალი, კვირა
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 510 გახდა.
11:00 – 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 525 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 248-ით – 270 758-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 525 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 265 114 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში გამოვლინდა, 31 იმერეთში, 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16-16 აჭარასა და კახეთში, 14 შიდა ქართლში, 8 ქვემო ქართლში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 6 გურიაში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და 1 სამცხე-ჯავახეთში.
27 თებერვალი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 134 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 26-ით – 12 814-მდე გაიზარდა. 134-ით – 12 303-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი, რითაც ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 202 გახდა. აქტიური შემთხვევები 309-ის ტოლია.
11:10 – კიდევ 14 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 499 გახდა.
11:00 – 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 542 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 373-ით – 270 510-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 542 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 264 589 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 177 თბილისში გამოვლინდა, 47 იმერეთში, 41 შიდა ქართლში, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 19-19 გურიასა და აჭარაში, 16 კახეთში, 8-8 სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში, 6 ქვემო ქართლში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
26 თებერვალი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 11-ით – 12 788-მდე გაიზარდა. 57-ით – 12 169-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 198 გახდა. აქტიური შემთხვევები 421-ის ტოლია.
14:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 3 123-მდე გაიზარდა. 6-ით – 2 245-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
14:00 – 27 თებერვლიდან რკინიგზით სამგზავრო მიმოსვლა აღდგება
სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ, 27 თებერვლიდან თბილისიდან, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთსი, ოზურგეთისა და ქუთაისის მიმართულებით და პირუკუ სამგზავრო სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგება. მატარებლით მგზავრობისას სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
ასევე სამთვიანი პაუზის შემდეგ, 25 თებერვალს მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 485 გახდა.
11:00 – 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 320 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 337-ით – 270 137-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 320 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 264 047 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 175 თბილისში გამოვლინდა, 37 იმერეთში, 33 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 შიდა ქართლში, 18 კახეთში, 17 აჭარაში, 15 ქვემო ქართლში, 13 – გურიაში, 5 მცხეთა-მთიანეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
25 თებერვალი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 32-ით – 12 777-მდე გაიზარდა. 15-ით – 12 112-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 197 გახდა. აქტიური შემთხვევები 468-ის ტოლია.
11:40 – ოკუპირებულ ცხივალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 3 116-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 239-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 475 გახდა.
11:00 – 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 470 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 362-ით – 269 800-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 470 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 263 727 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში გამოვლინდა, 43 იმერეთში, 36 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 33 შიდა ქართლში, 26 – გურიაში, 25 აჭარაში, 18 კახეთში, 9 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 5 ქვემო ქართლში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
24 თებერვალი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 80 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 20-ით – 12 745-მდე გაიზარდა. 80-ით – 12 097-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 196-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 452-ის ტოლია.
14:00 – საქართველოში ვირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კოვიდ ვირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე თქმით, ასევე არის „31 ადამიანი, სადაც, დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამი“.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 17-ით 3 115-მდე გაიზარდა. 8-ით – 2 227-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
14:50 – მთავრობა ხვალიდან შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ხვალიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება, თუმცა ძალაში დარჩება კომენდანტის საათი.
- დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
11:10 – კიდევ 6 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 463 გახდა.
11:00 – 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 461 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 443-ით – 269 438-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 461 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 263 257 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 213 თბილისში გამოვლინდა, 61 იმერეთში, 39 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 37 შიდა ქართლში, 26 – გურიაში, 24 კახეთში, 15 აჭარაში, 12 ქვემო ქართლში, 9 მცხეთა-მთიანეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
23 თებერვალი, სამშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 25-ით – 12 725-მდე გაიზარდა. 1-ით – 196-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 017-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 512-ის ტოლია.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 457 გახდა.
11:00 – 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 552 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 493-ით – 268 995-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 552 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 262 796 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 244 თბილისში გამოვლინდა, 59 იმერეთში, 40 კახეთში, 39 – გურიაში, 35 შიდა ქართლში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 22 ქვემო ქართლში, 8-8 მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 7 აჭარაში, 4 სამცხე-ჯავახეთში.
22 თებერვალი, ორშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 20-ით – 12 700-მდე გაიზარდა. 37-ით – 12 017-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 195-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 488-ის ტოლია.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 99 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 519 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 447 გახდა.
11:00 – 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 607 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 147-ით – 268 502-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 607 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 262 244 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 64 თბილისში გამოვლინდა, 28 იმერეთში, 16 შიდა ქართლში, 12 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 აჭარაში, 10 – გურიაში, 4 კახეთში, 1-1 ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.
21 თებერვალი, კვირა
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 375 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 92 (2 000 ლარით) ფიზიკური და 1 იურიდიული (10 000 ლარი) პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 282 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 435 გახდა.
11:00 – 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 571 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 258-ით – 268 355-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 571 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 261 637 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 132 თბილისში გამოვლინდა, 35 იმერეთში, 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16-16 შიდა ქართლსა და კახეთში, 15 – გურიაში, 8 ქვემო ქართლში, 7 აჭარაში, 5 სამცხე-ჯავახეთში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
20 თებერვალი, შაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 12 680-მდე გაიზარდა. 33-ით – 11 980-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 195-ს შეადგენს, აქტიური შემთხვეები 505-ის ტოლია.
12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3 098-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 219-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 462 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 94 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 368 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 19 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 19 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 425 გახდა.
11:00 – 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 469 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 396-ით – 268 097-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 469 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 261 066 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 170 თბილისში გამოვლინდა, 59 იმერეთში, 41 შიდა ქართლში, 32 კახეთში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 25 – გურიაში, 11 ქვემო ქართლში, 9 მცხეთა-მთიანეთში, 8-8 აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
19 თებერვალი, პარასკევი
12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 3 091-მდე გაიზარდა. 2-ით – 2 207-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 424 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 96 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 328 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 406 გახდა.
11:00 – 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 331 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 388-ით – 267 701-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 331 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 260 597 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 182 თბილისში გამოვლინდა, 52 იმერეთში, 29 შიდა ქართლში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 25-25 – გურიასა და კახეთში, 21 ქვემო ქართლში, 10 აჭარაში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში.
18 თებერვალი, ხუთშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 32-ით – 12 650-მდე გაიზარდა. 126-ით – 11 901-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 195-ის ტოლია. აქტიური შემთხვევები 554-ს შეადგენს.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 3 084-მდე გაიზარდა. 3-ით – 2 205-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ახალი შემთხვევებიდან 138 თბილისში გამოვლინდა, 66 იმერეთში, 40 შიდა ქართლში, 39 გურიაში, 23-23 კახეთსა და ქვემო ქართლში, 13 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 აჭარაში, 6 სამცხე-ჯავახეთში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 399 გახდა.
11:00 – 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 539 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 365-ით – 267 313-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 260 266 გახდა.
17 თებერვალი, ოთხშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 90 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, დამატებით 449 შემთხვევა დადასტურდა კერძო ლაბორატორიებშიც, რითაც დადასტურელი შემთხვევების საერთო რაოდენობა 12 618 გახდა. 90-ით – 11 775-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 195 გახდა. აქტიური შემთხვევები 648-ის ტოლია.
12:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 3 074-მდე გაიზარდა. 7-ით – 2 202-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 512 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 68 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 444 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 13 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 13 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 390 გახდა.
11:00 – 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 499 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 486-ით – 266 948-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 499 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 259 727 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში გამოვლინდა, 74 კახეთში, 49 იმერეთში, 37 გურიაში, 36 შიდა ქართლში, 34 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 32 აჭარაში, 14 ქვემო ქართლში, 8 მცხეთა-მთიანეთში, 4-4 სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
16 თებერვალი, სამშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 39-ით – 12 145-მდე გაიზარდა. 10-ით – 11 775-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 193-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 177-ის ტოლია.
12:25 – ოკუპირებულ ცხინვალში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 3 065-მდე გაიზარდა. 5-ით – 2 195-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 873 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 140 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 733 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 14 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 377 გახდა.
11:00 – 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 496 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 740-ით – 266 462-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 496 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 259 228 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 328 თბილისში გამოვლინდა, 138 იმერეთში, 69 შიდა ქართლში, 55 გურიაში, 41 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 33 კახეთში, 32 აჭარაში, 25 ქვემო ქართლში, 9 მცხეთა-მთიანეთში, 7 სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
15 თებერვალი, ორშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 47-ით – 12 106-მდე გაიზარდა. 1-ით – 193-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 11 765-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 148-ის ტოლია.
12:45 – ოკუპირებულ ცხინვალში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 21-ით – 3 053-მდე გაიზარდა. 11-ით – 2 190-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი – „70-ზე მეტია“.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 636 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 106 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 530 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 363 გახდა.
11:00 – 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 639 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 165-ით – 265 722-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 639 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 258 732 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 57 თბილისში გამოვლინდა, 31 იმერეთში, 17 კახეთში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 13 გურიაში, 10 აჭარაში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 6-6 შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 2 მცხეთა-მთიანეთში.
10:30 – თეა წულუკიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
05:01 – ქვეყნის მასშტაბით, სკოლები და ღია ტიპის კვების ობიექტები სრულად გაიხსნა
დღეიდან, გეგმისამებრ, სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში განახლდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიც. აჭარის შემდეგ, ახლა უკვე ქვეყნის მასშტაბით, სრულად გაიხსნა ღია ტიპის კვების ობიექტებიც.
14 თებერვალი, კვირა
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 570 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 570 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 101 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 469 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 352 გახდა.
11:00 – 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 652 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 357-ით – 265 557-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 652 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 258 093 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 150 თბილისში გამოვლინდა, 49-49 იმერეთსა და კახეთში, 35 გურიაში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 20 ქვემო ქართლში, 19-19 შიდა ქართლსა და აჭარაში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 2 მცხეთა-მთიანეთში.
13 თებერვალი, შაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 34 ახალი შეთხვევა გამოვლინდა, 137 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 34-ით – 12 059-მდე გაიზარდა. 137-ით – 11 765-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 192 გახდა. აქტიური შემთხვევები 102-ის ტოლია.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 692 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 692 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 81 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 611 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 343 გახდა.
11:00 – 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 757 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 535-ით – 265 200-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 757 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 257 441 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 201 თბილისში გამოვლინდა, 101 იმერეთში, 42 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40 შიდა ქართლში, 36-36 კახეთსა და ქვემო ქართლში, 32 გურიაში, 28 აჭარაში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 6 სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
12 თებერვალი, პარასკევი
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 3 032-მდე გაიზარდა. 1-ით – 2 179-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 142 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 466 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 15 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 336 გახდა.
11:00 – 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 660 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 507-ით – 264 665-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 660 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 256 684 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 191 თბილისში გამოვლინდა, 108 იმერეთში, 46 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40-40 კახეთსა და შიდა ქართლში, 26 ქვემო ქართლში, 20 გურიაში, 19 აჭარაში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 5 მცხეთა-მთიანეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
11 თებერვალი, ხუთშაბათი
21:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 364 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 55-ით – 11 988-მდე გაიზარდა. 364-ით – 11 307-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 189 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 492-ის ტოლია.
11:55 – ოკუპირებულ ცხინვალში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 3 022-მდე გაიზარდა. 4-ით – 2 178-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 682 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 682 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 100 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 582 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 321 გახდა.
11:00 – 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 639 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 557-ით – 264 158-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 639 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 256 024 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 209 თბილისში გამოვლინდა, 113 იმერეთში, 63 შიდა ქართლში, 33-33 – კახეთსა და გურიაში, 43 ქვემო ქართლში, 24 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 აჭარაში, 10 სამცხე-ჯავახეთში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
10 თებერვალი, ოთხშაბათი
21:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 64-ით – 11 933-მდე გაიზარდა. 76-ით – 10 943-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 187 გახდა. აქტიური შემთხვევები კი – 803-ის ტოლია.
16:35 – ოკუპირებულ ცხინვალში 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 16-ით – 3 007-მდე გაიზარდა. 21-ით – 2 174-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
12:40 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც 10 იანვარს უნდა გაუქმებულიყო, 10 მარტამდე გახანგრძლივდა.
ძალაში რჩება რესტორნებში, საბანკეტო დარბაზებსა და სხვა გასართობ ცენტრებში მასობრივი თავყრილობების, ასევე დახურულ სივრცეში ბიზნეს და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებაზე არსებული შეზღუდვები. აგრეთვე, აკრძალული დარჩება სპორტდარბაზების, სპასალონების, საუნების და სხვა მსგავსი დაწესებულებების ფუნქციონირებაც. სავალდებულოდ რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტისას პირბადის ტარებაც.
ოკუპირებულ რეგიონში სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში პირისპირ სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან აღდგება, სტუდენტები და მე-5 კლასის ზემოთ მოსწავლეები კი – აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებს 22 თებერვლიდან დაუბრუნდებიან. 15 თებერვლიდან გაიხსნება გარე სივრცეების მქონე კვების ობიექტებიც.
ამასთან, რეგიონის „კულტურის სამინისტროს“ სფეროში მომუშავე დაწესებულებებისთვის, რომლებიც ასევე 15 თებერვლიდან გაიხსნებიან, სამუშაო საათებისა და სხვა პირობების დაზუსტება დაევალა.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 687 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 687 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 124 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 563 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 5 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 311 გახდა.
11:00 – 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 469 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 544-ით – 263 601-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 469 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 255 385 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 226 თბილისში გამოვლინდა, 78 იმერეთში, 57 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 43 შიდა ქართლში, 38 კახეთში, 29 აჭარაში, 26 გურიაში, 23 ქვემო ქართლში, 13 სამცხე-ჯავახეთში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
9 თებერვალი, სამშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 111 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 51-ით – 11 869-მდე გაიზარდა. 111-ით – 10 867-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 184-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 818-ის ტოლია.
17:25 – რუსეთის მობილური ჰოსპიტალი აფხაზეთში კიდევ გარკვეული პერიოდით დარჩება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰოსპიტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში 19 ოქტომბერს ჩავიდა, სოხუმში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ დარჩება. ჰოსპიტალის შემადგენლობას ოკუპირებული რეგიონი 15 თებერვალს უნდა დაეტოვებინა.
12:15 – მე-5 ზემოთ კლასის მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნების მოტივით ახსნა.
საქართველოს მასშტაბით, სკოლებში პირისპირ სწავლების პროცესი 15 თებერვლიდან აღდგება.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 2 991-მდე გაიზარდა. 20-ით – 2 153-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 665 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 168 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 497 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 306 გახდა.
11:00 – 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 566 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 829-ით – 263 057-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 566 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 254 916 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 314 თბილისში გამოვლინდა, 150 იმერეთში, 73 კახეთში, 95 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 63 შიდა ქართლში, 43 გურიაში, 37-37 ქვემო ქართლსა და აჭარაში, 9 მცხეთა-მთიანეთში, 7 სამცხე-ჯავახეთსა, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
8 თებერვალი, ორშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 131 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 18-ით – 11 818-მდე გაიზარდა. 131-ით – 10 756-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 184 გახდა. აქტიური შემთხვევები 878-ის ტოლია.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 574 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 124 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 450 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 15 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 298 გახდა.
11:00 – 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 736 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 204-ით – 262 228-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 736 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 254 350 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში გამოვლინდა, 32 იმერეთში, 18 გურიაში, 16 ქვემო ქართლში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 13 შიდა ქართლში, 11 აჭარაში, 8 კახეთში, 3-3 სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
05:01 – ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად ამუშავდა, გაიხსნა ბაზრობებიც
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან ქვეყანაში, მათ შორის, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა სრულად აღდგა. აგრეთვე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ბაზრობებიც.
15 თებერვლიდან, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან მოსწავლეებიც. ამასთან, აჭარის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ რესტორნები და კვების ობიექტებიც.
შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ კვირის სამუშაო დღეებზე ვრცელდება.
7 თებერვალი, კვირა
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 68 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 600 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 14 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 283 გახდა.
11:00 – 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 799 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 404-ით – 262 024-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 799 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 253 614 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 188 თბილისში გამოვლინდა, 73 იმერეთში, 33 კახეთში, 30 შიდა ქართლში, 26-26 გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 ქვემო ქართლში, 7-7 აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 მცხეთა-მთიანეთში.
6 თებერვალი, შაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 39-ით – 11 800-მდე გაიზარდა. 27-ით – 10 625-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 181 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 994-ის ტოლია.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 573 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 573 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 116 (2 000 ლარით) ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 457 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 269 გახდა.
11:00 – 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 569 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 602-ით – 261 620-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 569 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 252 815 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 246 თბილისში გამოვლინდა, 101 იმერეთში, 77 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 54 კახეთში, 30 აჭარაში, 30 გურიაში, 21 შიდა ქართლში, 16 ქვემო ქართლში, 10 სამცხე-ჯავახეთში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
5 თებერვალი, პარასკევი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 175 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 23-ით – 11 761-მდე გაიზარდა. 175-ით – 10 598-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა კვლავ 180 რჩება, აქტიური შემთხვევები კი – 983-ის ტოლია.
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში დადასტურებული შემთხვევები 25-ით – 2 961-მდე გაიზარდა. 13-ით – 2 133-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 734 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 734 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 87 (2 000 ლარით) ფიზიკური და 1 იურიდიული (10 000), ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 646 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 18 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 258 გახდა.
11:00 – 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 498 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 538-ით – 261 018-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 498 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 252 246 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 227 თბილისში გამოვლინდა, 83 იმერეთში, 60 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 შიდა ქართლში, 35 ქვემო ქართლში, 31 კახეთში, 25 აჭარაში, 16 გურიაში, 6 სამცხე-ჯავახეთში, 9 მცხეთა-მთიანეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
4 თებერვალი, ხუთშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 54-ით – 11 738-მდე გაიზარდა. 89-ით – 10 423-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 180 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 1 135-ის ტოლია.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 2 936-მდე გაიზარდა. 6-ით – 2 120-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:30 – 8 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვათა ნაწილი მოიხსნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობა 1 მარტის ნაცვლად, 8 თებერვალს განაახლებს, აგრეთვე დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე გაიხსნება ბაზრობებიც.
ამასთან, 15 თებერვლიდან, ზემოთ დასახელებულ ქალაქებში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ასევე აჭარის შემდეგ, კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას უკვე საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 765 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 134 (2 000 ლარით), ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 631 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 19 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 19 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 240 გახდა.
11:00 – 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 671 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 583-ით – 260 480-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 671 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 251 748 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 243 თბილისში გამოვლინდა, 98 იმერეთში, 58 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 48 კახეთში, 46 ქვემო ქართლში, 34 აჭარაში, 31 შიდა ქართლში, 10 გურიაში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2 მცხეთა-მთიანეთში.
3 თებერვალი, ოთხშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 136 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 64-ით – 11 684-მდე გაიზარდა. 136-ით – 10 334-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვით. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 179 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 1 171-ის ტოლია.
13:15 – ოკუპირებულ ცხინვალში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 2 924-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 114-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 680 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 110 (2 000 ლარით), ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 570 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 13 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 13 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 221 გახდა.
11:00 – 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 788 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 688-ით – 259 897-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 788 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 251 077 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 295 თბილისში გამოვლინდა, 126 იმერეთში, 69 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 50 კახეთში, 45 შიდა ქართლში, 32 გურიაში, 31 ქვემო ქართლში, 23 აჭარაში, 7-7 მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
2 თებერვალი, სამშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 296 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 56-ით – 11 620-მდე გაიზარდა. 296-ით – 10 198-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 178-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 1 244-ის ტოლია.
12:40 – ოკუპირებულ ცხინვალში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შეთმხვეები 21-ით – 2 911-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 102 მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:20 – შსს-მ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 805 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებისა და რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოავლინეს. აქედან პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 164 (2 000 ლარით), ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 641 პირი (20 ლარით) დააჯარიმეს.
11:10 – კიდევ 14 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 208 გახდა.
11:00 – 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 580 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 858-ით – 259 209-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 580 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 250 289 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 339 თბილისში გამოვლინდა, 158 იმერეთში, 85 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 53 აჭარაში,50 შიდა ქართლში, 49 ქვემო ქართლში, 44 კახეთში, 38 გურიაში, 21 მცხეთა-მთიანეთში, 15 სამცხე-ჯავახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
1 თებერვალი, ორშაბათი
23:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 82 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 44-ით – 11 564-მდე გაიზარდა. 82-ით – 9 902-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 178 გახტა. აქტიური შემთხვევები 1 484-ის ტოლია.
12:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 21-ით – 2 890-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2 090-ს უტოლდება.
11:20 – პოლიციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე ასევე 685 პირი 20 ლარით დაჯარიმდა.
11:10 – კიდევ 16 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 16 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 194 გახდა.
11:00 – 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 681 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 240-ით – 258 351-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 681 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 249 709 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში გამოვლინდა, 37 იმერეთში, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 17 კახეთში, 21 შიდა ქართლში, 19 ქვემო ქართლში, 15 აჭარაში, 3 გურიაში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 8 სამცხე-ჯავახეთში.
10:00 – რეგულაციების ნაწილი მოიხსნა
საქართველოს მთავრობის 22 იანვრის განცხადების მიხედვით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთში და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო მოლები გაიხსნა, რომელთაც ფუნცქიონირება მხოლოდ კვირის დღეებში შეეძლებათ. მაღაზიები და სავაჭრო მოლები სამუშაო დღეებში თბილისში, ქუთაისში და რუსთავშიც იმუშავებენ.
ღია კაფეები და რესტორნები მხოლოდ აჭარის რეგიონში დაიშვება. დამატებით, დღეიდან რეგულარული ფრენებიც აღდგება.
კოვიდ-19-ის შესახებ ყველა საარქივო მასალისთვის ეწვიეთ ბმულებს:
- COVID-19 – ყველა სიახლე: იანვარი 2021 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: დეკემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ნოემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ოქტომბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: სექტემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აგვისტო 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივლისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივნისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მაისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი 2020/არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი 2020/არქივი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)