COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი 2021 / არქივი
31 მარტი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 30-ით – 13 428-მდე გაიზარდა. 16-ით – 12 876-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, 1-ით – 214-მდე კი – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც. აქტიური შემთხვევები 338-ის ტოლია.
13:10 – 6 757 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან დღემდე, კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზა ჯამში უკვე 6 757-მა მოქალაქემ მიიღო.
13:05 – იმუნიზაციის პროცესში 55 წელს ზევით მოქალაქეებიც ჩაერთვებიან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 5 აპრილიდან ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რეგისტრაციას 55 წელს ზევით მოქალაქეებიც შეძლებენ. ამასთან, ვაქცინაციაში დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტებიც ჩაერთვებიან.
ამ მომენტისთვის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რეგისტრაცია მედპერსონალთან ერთად, 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 301-მდე გაიზარდა. 16-ით – 2 927-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 5 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 778 გახდა.
11:00 – 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 268 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 616-ით – 281 761-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 273 167 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 319 თბილისში გამოვლინდა, 61 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 58 იმერეთში, 50 აჭარაში, 35 შიდა ქართლში, 25 კახეთში, 20 მცხეთა-მთიანეთში, 17 ქვემო ქართლში, 15 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 14 გურიაში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
30 მარტი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 13 ახალი შემთხვევვა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 13 398-მდე გაიზარდა. 1-ით – 213-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 12 860-ის ტოლია, აქტიური შემთხვეები კი – 325-ს შეადგენს.
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 3 298-მდე გაიზარდა. 13-ით – 2 911-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 773 გახდა.
11:00 – 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 298 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 673-ით – 281 145-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 298 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 272 899 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 330 თბილისში გამოვლინდა, 71 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 67 იმერეთში, 57 შიდა ქართლში, 56 აჭარაში, 26 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 22 გურიაში, 19 ქვემო ქართლში, 14 კახეთში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში.
29 მარტი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-ით – 13 385-მდე გაიზარდა. 8-ით – 12 860-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, 1-ით – 212-მდე კი – გარდაცვლილთა რაოდენობაც. აქტიური შემთხვევები 313-ის ტოლია.
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 3 296-მდე გაიზარდა. 5-ით – 2 898-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 14 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 765 გახდა.
11:00 – 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 382 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 171-ით – 280 472-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 382 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 272 601 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 84 თბილისში გამოვლინდა, 22 იმერეთში, 21 აჭარაში, 15 ქვემო ქართლში, 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 კახეთში, 5 შიდა ქართლში, 4-4 გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
28 მარტი, კვირა
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 45-ით – 13 363-მდე გაიზარდა. 42-ით – 12 852-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 211-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 300-ის ტოლია.
11:10 – კიდევ 5 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 751 გახდა.
11:00 – 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 415 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 365-ით – 280 301-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 415 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 272 219 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 183 თბილისში გამოვლინდა, 39 შიდა ქართლში, 37 იმერეთში, 30 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 27 აჭარაში, 21 გურიაში, 8 ქვემო ქართლში, 6-6 კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 5 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში.
27 მარტი, შაბათი
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 746 გახდა.
11:00 – 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 219 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 490-ით – 279 936-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 219 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 271 804 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 256 თბილისში გამოვლინდა, 69 იმერეთში, 41 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 36 აჭარაში, 26 შიდა ქართლში, 22 ქვემო ქართლში, 20 კახეთში, 6 გურიაში, 7-7 მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
26 მარტი, პარასკევი
14:00 – 4 334 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად 11 273 მოქალაქეა რეგისტრირებული. ჯამში უკვე აიცრა 4 344 პირი. ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნა მედიკოსებთან ერთად 65 წლის და ზემოთ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 3 283-მდე გაიზარდა. 5-ით – 2 893-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 6 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 738 გახდა.
11:00 – 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 307 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 419-ით – 279 446-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 307 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 271 585 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 303 თბილისში გამოვლინდა, 64 იმერეთში, 27 ქვემო ქართლში, 26 აჭარაში, 22 შიდა ქართლში, 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 17 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 16 გურიაში, 13 მცხეთა-მთიანეთში, 9 კახეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში.
25 მარტი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 13 312-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობა 12 801-ია, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი – 211-ს შეადგენს. აქტიური შემთხვევები 300-ის ტოლია.
14:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 3 279-მდე გაიზარდა. 19-ით – 2 888-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთა რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 732 გახდა.
11:00 – 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 356 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 399-ით – 279 027-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 356 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 271 278 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 230 თბილისში გამოვლინდა, 48 იმერეთში, 23 ქვემო ქართლში, 22 აჭარაში, 20 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 17 შიდა ქართლში, 14 კახეთში, 9-9 გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში.
10:00 – საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა
25 მარტს, გვიან ღამით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანამ ვაქცინის გაზიარების გაეროს მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის, COVAX-ის მეშვეობით მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი, აქედან 4 ამცრელი ცენტრი თბილისში, თითო-თითო კი – ბათუმსა და ქუთაისში იმუშავებს. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი – უკვე დღეს საღამოდან იქნება შესაძლებელი.
24 მარტი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 93 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 26-ით – 13 300-მდე გაიზარდა. 93-ით – 12 801-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, 2-ით – 211-მდე კი – გარდაცვლილთა რიცხვი. აქტიური შემთხვევები 288-ის ტოლია.
14:00 – ვაქცინაციის შემდგომ პაციენტის დაყოვნების პერიოდი იზრდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომ პაციენტის დაყოვნების პერიოდი 30-დან 45 წუთამდე გაიზრდება, ამასთან ვაქცინაციის თითოეულ ცენტრში მინიმუმ 3 სამედიცინო ჯგუფი იქნება მობილიზებული.
13:30 – მედპერსონალის 4 048 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 მარტის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზა 4 048 მედიკოსმა მიიღო. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 3 278-მდე გაიზარდა. 25-ით – 2 869-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 722 გახდა.
11:00 – 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 254 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 450-ით – 278 628-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 254 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 270 922 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 237 თბილისში გამოვლინდა, 51 იმერეთში, 48 ქვემო ქართლში, 34 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 29 აჭარაში, 22 შიდა ქართლში, 11-11 გურიასა და კახეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 მცხეთა-მთიანეთში.
23 მარტი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით – 13 274-მდე გაიზარდა. 25-ით – 12 708-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 209-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 357-ის ტოლია.
15:30 – ჯადაცვის მინისტრი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ, კამერების წინ აიცრა.
15:55 – მედპერსონალის 4 021 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 მარტის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზა 4 021 მედიკოსმა მიიღო. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
13:00 – საქართველოში 50 ახალი, ბრიტანული შტამის შემთხვევაა დაფიქსირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძს თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 50 ე.წ. ბრიტანული შტამია გამოვლენილი.
12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 3 268-მდე გაიზარდა. 21-ით – 2 844-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 4 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 714 გახდა.
11:00 – 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 299 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 528-ით – 278 178-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 299 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 270 668 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 265 თბილისში გამოვლინდა, 84 იმერეთში, 42 აჭარაში, 31 ქვემო ქართლში, 26 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 20 შიდა ქართლში, 19 გურიაში, 17 კახეთში, 13 მცხეთა-მთიანეთში,9 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2 და სამცხე-ჯავახეთში.
22 მარტი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 36-ით – 13 255-მდე გაიზარდა. 33-ით – 12 683-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 209-ის ტოლია, აქტიური შემთხვევები კი 363- შეადგენს.
14:15 – იმუნიზაციის პროცესში 65 წელზე ზევით ასაკის მოქალაქეებიც ჩაერთვებიან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში მედიკოსებთან ერთად, 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებიც ჩაერთვებიან და ისინი კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად დარეგისტრირებას უკვე 25 მარტიდან შეძლებენ.
იმუნიზაციის პროცესში მედპერსონალის დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის მინისტრი ხვალიდან რეგიონებში გამგზავრებასა და კოლეგებთან გასაუბრებას გეგმავს. ამ მიზნით, პირველად იგი იმერეთის რეგიონს ესტუმრება.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანაში ვაქციანაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. პირველ ატაპზე, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში მედპერსონალი ჩაერთო. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 70 000-მდე მუშაკიდან მხოლოდ 3 843 აიცრა.
13:00 – მედპერსონალის 3 843 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 მარტის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზა 3 843 მედიკოსმა მიიღო. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 3 262-მდე გაიზარდა. 15-ით – 2 823-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 710 გახდა.
11:00 – 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 396 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 170-ით – 277 650-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 396 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 270 369 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 85 თბილისში გამოვლინდა, 22 იმერეთში, 19 ქვემო ქართლში, 11-11 კახეთსა და გურიაში, 9 აჭარაში, 5-5 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში, 2 შიდა ქართლში, 1 და სამცხე-ჯავახეთში.
21 მარტი, კვირა
13:00 – მედპერსონალის 3 818 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 მარტის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზა 3 818 მედიკოსმა მიიღო. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 700 გახდა.
11:00 – 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 189 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 262-ით – 277 480-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 189 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 269 973 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 152 თბილისში გამოვლინდა, 43 იმერეთში, 15 შიდა ქართლში, 14 კახეთში, 13 ქვემო ქართლში, 11 აჭარაში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 1-1 გურიასა და სამცხე-ჯავახეთში.
20 მარტი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 12 219-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 659-ის ტოლია. 1-ით – 209-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც. აქტიური შემთხვევები 360-ის ტოლია.
13:00 – მედპერსონალის 3 674 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად ჯანდაცვის სექტორის 5 250 წარმომადგენელია რეგისტრირებული, მათგან 3 674 უკვე აიცრა. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 691 გახდა.
11:00 – 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 158 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 422-ით – 277 218-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 158 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 269 784 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 216 თბილისში გამოვლინდა, 71 იმერეთში, 29 აჭარაში, 22-22 – შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში, 20 გურიაში, 10 კახეთში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
19 მარტი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 40-ით – 13 207-მდე გაიზარდა. 40-ით – 12 650-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 208 გახდა. აქტიური შემთხვევები 349-ის ტოლია.
13:00 – მედპერსონალის 3 642 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 მარტის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად ჯანდაცვის სექტორის 5 185 წარმომადგენელია რეგისტრირებული, მათგან 3 642 უკვე აიცრა. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 3 250-მდე გაიზარდა. 25-ით – 2 808-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 683 გახდა.
11:00 – 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 242 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 360-ით – 276 796-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 242 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 269 626 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 164 თბილისში გამოვლინდა, 71 იმერეთში, 29 ქვემო ქართლში, 23 კახეთში, 22 შიდა ქართლში, 20 აჭარაში, 13 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 გურიაში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
18 მარტი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით – 13 167-მდე გაიზარდა. 7-ით – 12 610-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 206 გახდა, აქტიური შემთხვევები კი – 351-ის ტოლია.
18:30 – ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრი“ გამოჯანმრთელდა
ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვის საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც მას კოვიდ-19-ზე მკურნალობის კურსს გადიოდა. მას გამოსაჯანმრთელებლად ორ თვეზე მეტი დასჭირდა.
ანქვაბს ვირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. იგი თავდაპირველად გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით, 8 იანვარს კი, ორმხრივი პნევმონიის განვითარების შემდეგ, რასაც თან ახლდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მედიკამენტებით გამოწვეული ჰეპატიტის სიმპტომები, მოსკოვში გადაიყვანეს.
15:15 – ხვალიდან შეზღუდვები მცირედით კვლავ მსუბუქდება, ძალაში რჩება კომენდანტის საათი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 18 მარტის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მცირედით კვლავ მსუბუქდება, თუმცა ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
კერძოდ, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა უკვე დასაშვები იქნება. 1 აპრილიდან კი – მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინო-თეატრები განაახლებენ.
13:15 – საქართველოს პრეზიდენტმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა საჯაროდ, კამერების წინ მიიღო. მანამდე პრეზიდენტმა „საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს“ ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 3 244-მდე გაიზარდა. 6-ით – 2 783-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:30 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, კოვიდ 19-ის პანდემიამ საქართველოს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის, რუსეთზე, ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა. 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და ექსპორტით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9%-იყო. 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ დაახლოებით 5.7%-ია.
ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია და 900 მლნ აშშ დოლარს აღწევს. რუსეთს, თურქეთის შემდეგ, საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს.
ამასთან, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა და 364 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 674 გახდა.
11:00 – 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 378 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 369-ით – 276 436-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 378 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 269 384 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 190 თბილისში გამოვლინდა, 67 იმერეთში, 26 შიდა ქართლში, 21 ქვემო ქართლში, 19 აჭარაში, 15 კახეთში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 გურიაში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
17 მარტი, ოთხშაბათი
12:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 27-ით – 13 148-მდე გაიზარდა. 43-ით – 12 603-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 205-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 340-ის ტოლია.
21:00 – მედპერსონალის 2 719 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 მარტის, 18:00 სთ-ის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად ჯანდაცვის სექტორის 5 350 წარმომადგენელია რეგისტრირებული, მათგან 2 719 უკვე აიცრა.
საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და 15 მარტიდან იმუნიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით, მედპერსონალით დაიწყო. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 239-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 777-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 665 გახდა.
11:00 – 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 313 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 382-ით – 276 067-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 269 006 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 199 თბილისში გამოვლინდა, 65 იმერეთში, 30 კახეთში, 23 აჭარაში, 19 შიდა ქართლში, 13-13 გურიაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
16 მარტი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 34-ით 13 121-მდე გაიზარდა. 21-ით – 12 560-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 205-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 356-ის ტოლია.
21:00 – მედპერსონალის 1 447 წარმომადგენელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 მარტის, 20:00 სთ-ის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად ჯანდაცვის სექტორის 4 633 წარმომადგენელია რეგისტრირებული, მათგან 1 447 უკვე აიცრა.
საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და 15 მარტიდან იმუნიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით, მედპერსონალით დაიწყო. სამედიცინო სფეროში 70 000-მდე მუშაკია დასაქმებული.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით – 2 765-მდე გაიზარდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი – 3 236-ს შეადგენს.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 658 გახდა.
11:00 – 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 128 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 537-ით – 275 685-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 128 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 268 693 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში გამოვლინდა, 79 იმერეთში, 37 კახეთში, 29 შიდა ქართლში, 28 ქვემო ქართლში, 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 აჭარაში, 16 გურიაში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში.
15 მარტი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 13 087-მდე გაიზარდა. 19-ით – 12 539-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 1-ით – 205-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც, აქტიური შემთხვევები კი – 343-ის ტოლია.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 11-ით – 3 236-მდე გაიზარდა. 7-ით – 2 755-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 2 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 650 გახდა.
11:00 – 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 328 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 159-ით – 275 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 268 565 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 89 თბილისში გამოვლინდა, 23 იმერეთში, 12 შიდა ქართლში, 10-10 გურიასა და აჭარაში, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთში, , 3-3 კახეთსა და ქვემო ქართლში, 1-1 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
08:00 – ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო
13 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზის მიღების შემდეგ, დღეს ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 29 ამცრელ დაწესებულებაში დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
05:00 – დღეს ქვეყანაში შეზღუდვათა ნაწილი მოიხსნა
დღეიდან გაიხსნა სპორტდარბაზები განახლდა რეპეტიციები/ვარჯიშები თეატრებში, სპორტული კლუბებსა და ანსამბლებშიც. აგრეთვე პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა.
14 მარტი, კვირა
11:10 – კიდევ 5 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 648 გახდა.
11:00 – 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 233 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 268-ით – 274 989-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 268 237 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 141 თბილისში გამოვლინდა, 46 იმერეთში, 16 შიდა ქართლში, 15 კახეთში, 13 ქვემო ქართლში, 12 აჭარაში, 11 გურიაში, 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
13 მარტი, შაბათი
11:15 – საქართველომ კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში 13 მარტს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
ქვეყანამ ბრიტანულ-შვედური AstraZeneca / Oxford-ის 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი აიცრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის მზად არის 82 ამცრელი ცენტრი.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 643 გახდა.
11:00 – 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 240 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 344-ით – 274 721-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 240 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 268 004 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 188 თბილისში გამოვლინდა, 58 იმერეთში, 22 გურიაში, 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16-16 ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, 8-8 აჭარასა და კახეთში, 4-4 მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
12 მარტი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფზაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 17-ით – 13 041-მდე გაიზარდა. 67-ით – 12 507-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 204 გახდა. აქტიური შემთხვევები 330-ის ტოლია.
18:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 3 225-მდე გაიზარდა. 13-ით – 2 748-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 634 გახდა.
11:00 – 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 343 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 332-ით – 274 377-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 343 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 267 764 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 185 თბილისში გამოვლინდა, 51 იმერეთში, 20-20 აჭარასა და კახეთში, 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14 შიდა ქართლში, 13 გურიაში, 8 ქვემო ქართლში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
11 მარტი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 13 024-მდე გაიზარდა. 20-ით – 12 440-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 203-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 381-ის ტოლია.
13:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 17 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 3 221-მდე გაიზარდა. 17-ით – 2 735-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 622 გახდა.
11:00 – 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 310 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 395-ით – 274 045-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 310 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 267 421 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში გამოვლინდა, 73 იმერეთში, 28 შიდა ქართლში, 27 კახეთში, 21 აჭარაში, 20 გურიაში, 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 ქვემო ქართლში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
10 მარტი, ოთხშაბათი
22:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვები გახანგრძლივდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც 10 მარტს უნდა მოხსნილიყო, 12 აპრილამდე გახანგრძლივდა.
აკრძალული რჩება რესტორნებში, საბანკეტო დარბაზებში, ასევე გასართობი და სხვა სახის საჯარო მასობრივი თავშეყრები. კვლავ არ არის ნებადართული დახურულ სივრცეებში მასობრივი ბიზნეს, სპორტული, გასართობი და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა.
კვლავაც დაკეტილია სპორტული დარბაზების შიდა სივრცეები, სპა სალონები, საუნები და საბავშვო ცენტრები. სავალდებულოდ რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება.
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 34-ით – 13 011-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 420-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რიცხვი კი – 203-ის ტოლია. მოცემული მომენტისთვის ოკუპირებულ რეგიონში 388 აქტიური შემთხვევაა.
14:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 3 215-მდე გაიზარდა. 15-ით – 2 718-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
12:00 – თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულებს და კლუბებს დაეხმარება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულებს და კლუბებს 2 მლნ ლარით დაეხმარება. მისივე თქმით, დახმარება 500-ზე მეტ დასაქმებულსა და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას შეეხება.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 613 გახდა.
11:00 – 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 96 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 513-ით – 273 650-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 96 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 267 111 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 264 თბილისში გამოვლინდა, 88 იმერეთში, 44 შიდა ქართლში, 30 აჭარაში, 26 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16 კახეთში, 15-15 გურიასა და ქვემო ქართლში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში.
9 მარტი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 12 977-მდე გაიზარდა. 15-ით – 12 420-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 203-ის შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 354-ის ტოლია.
15:15 – ოკუპირებულ ცხინვალში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-ით – 3 208-მდე გაიზარდა. 13-ით – 2 703-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
12:00 – საქართველოში რეინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კოვიდ-19-ით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი, რომელიც ასაკოვანი არ არის, კორონავირუსით ხელახლა დაახლოებით სამი თვის შემდეგ დაინფიცირდა.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 601 გახდა.
11:00 – 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 129 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 139-ით – 273 137-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 129 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 267 015 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 72 თბილისში გამოვლინდა, 24 იმერეთში, 10 შიდა ქართლში, 9-9 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში, 7 გურიაში, 3-3 აჭარასა და კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
8 მარტი, ორშაბათი
11:10 – კიდევ 15 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 591 გახდა.
11:00 – 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 193 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 147-ით – 272 998-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 193 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 266 886 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 64 თბილისში გამოვლინდა, 27 იმერეთში, 18 კახეთში, 10 გურიაში, 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 შიდა ქართლში, 4-4 ქვემო ქართლში, აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში.
05:01 – ქვეყანაში შეზღუდვათა ნაწილი მოიხსნა
დღეიდან, რესტორნები და კვების ობიექტები სტუმრების მიღებას უკვე შიდა სივრცეებშიც შეძლებენ, თუმცა მხოლოდ კვირის სამუშაო დღეებში.
ამასთან, ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ზამთრის კურორტებზე გაიხსნა საბაგიროები და სათხილამურო ტრასებიც.
7 მარტი, კვირა
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 576 გახდა.
11:00 – 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 349 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 234-ით – 272 851-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 349 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 266 693 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 135 თბილისში გამოვლინდა, 27 იმერეთში, 23 შიდა ქართლში, 12-12 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 აჭარაში, 7 გურიაში, 4 ქვემო ქართლში, 2 მცხეთა-მთიანეთში, 1-1 სამხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქემო სვანეთში.
6 მარტი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 12 967-მდე გაიზარდა. 5-ით – 12 405-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 203-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 359-ის ტოლია.
11:10 – კიდევ 4 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 567 გახდა.
11:00 – 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 91 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 355-ით – 272 617-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 91 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 266 344 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 176 თბილისში გამოვლინდა, 48 იმერეთში, 30 შიდა ქართლში, 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 19 კახეთში, 17 აჭარაში, 14 გურიაში, 10 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 8 ქვემო ქართლში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში.
5 მარტი, პარასკევი
13:00 – გაიზარდა ქეყანათა ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში შემოსვლას შეძლებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის საფუძველზე, საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლას დღეიდან უკვე თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირებიც შეძლებენ.
მანამდე, ჩამონათვალში შედიოდნენ – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები.
12:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 3 186-მდე გაიზარდა. 9-ით – 2 690-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 563 გახდა.
11:00 – 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 172 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 390-ით – 272 262-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 172 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 266 253 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 192 თბილისში გამოვლინდა, 71 იმერეთში, 33 შიდა ქართლში, 25 გურიაში, 18 აჭარაში, 15 ქვემო ქართლში, 16 კახეთში, 12 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
4 მარტი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 23 ახალი შემოთხვევა გამოვლინდა, 3 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 23-ით – 12 931-მდე გაიზარდა. 3-ით – 12 390-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 1-ით – 203-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც. აქტიური შემთხვევები 338-ის ტოლია.
11:40 – ომბუდსმენი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში „უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები“. ამასთან, შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა „მოძველებული და გაუმართავია“ და მრავალადგილიანი პალატები „გადატვირთულია“.
ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები „არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან“. გარდა ამისა, პაციენტთა ნაწილი მედიკამენტების მინიმალურ თერაპიულ დოზას იღებს და მათ არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სახალხო დამცველი დაწესებულებაში მომუშავე ადამიანური რესურსის სიმცირეზეც მიუთითებს, რის გამოც პაციენტები შესაბამის მზრუნველობას არიან მოკლებულნი.
11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 21-ით – 3 171-მდე გაიზარდა. 14-ით – 2 681-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – პრემიერმა ახალი სახელმწიფო კომისიის შექმნა და სარესტორნო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა დააანონსა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ დღეს სამთავრობო გუნდი ახალ სახელმწიფო კომისიას დაამტკიცებს, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის შედგენაზე იმუშავებს და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ობიექტები 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ერთზე მეტი ობიექტის ოპერირების შემთხვევაში კი – იურიდიული პირისთვის დახმარების მოცულობა 10 000 ლარი იქნება.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 553 გახდა.
11:00 – 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 276 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 133-ით – 271 872-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 276 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 266 081 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 78 თბილისში გამოვლინდა, 20 იმერეთში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8 შიდა ქართლში, 3-3 გურიასა და აჭარაში, 2-2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და კახეთში, 1-1 ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
3 მარტი, ოთხშაბათი
21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 47-ით – 12 908-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 202-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 319-ის ტოლია.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 413 ფამოჯანმრთლდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით 3 150-მდე გაიზარდა. 413-ით – 2 667-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 541 გახდა.
11:00 – 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 119 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 360-ით – 271 739-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 119 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 265 805 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში გამოვლინდა, 50 იმერეთში, 35 შიდა ქართლში, 25 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14 აჭარაში, 11 გურიაში, 9 ქვემო ქართლში, 8-8 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
2 მარტი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 18-ით – 12 387-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 202-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 272-ს შეადგენს.
22:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 3 140-მდე გაიზარდა. 4-ით – 2 254-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 532 გახდა.
11:00 – 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 163 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 461-ით – 271 379-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 163 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 265 686 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 250 თბილისში გამოვლინდა, 57 იმერეთში, 35 შიდა ქართლში, 30-30 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, 29 კახეთში, 12 ქვემო ქართლში, 7 აჭარაში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
1 მარტი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 84 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 28-ით – 12 842-მდე გაიზარდა. 84-ით – 12 387-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 202-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 253-ის ტოლია.
12:30 – რუსეთის მობილური ჰოსპიტალი ოკუპირებულ აფხაზეთს ტოვებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰოსპიტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში 19 ოქტომბერს ჩავიდა, სოხუმს დღეს დატოვებს.
ჰოსპიტალს ოკუპირებული რეგიონი 15 თებერვალს უნდა დაეტოვებინა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ვადა გახანგრძლივდა.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 3 165-მდე გაიზარდა. 5-ით – 2 250-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 520 გახდა.
11:00 – 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 409 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 160-ით – 270 918-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 409 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 265 523 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 73 თბილისში გამოვლინდა, 33 იმერეთში, 17 აჭარაში, 9-9 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, 6 კახეთში, 5 ქვემო ქართლში, 3-3 შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, 1-1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში.
05:02 – იმ ქეყანათა ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელთა მოქალაქეებიც ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ
დღეიდან, ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლას აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებიც შეძლებენ. მათ საზღვრის კვეთისას კოვიდ-19-ზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. აქამდე, საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, ისრაელის, შვეიცარიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებს შეეძლოთ.
05:01 – ქვეყანაში რიგი შეზღუდვებისა მოიხსნა
დღეიდან ქვეყანაში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული რიგი შეზღუდვებისა მოიხსნა, მათ შორის, გაიხსნა ბიბლიოთეკები და მუზეუმები, განახლდა კონფერენციებისა და ტრეინინგების ჩატარებაც, აგრეთვე ამუშავდა კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებიც. ამასთან, ბათუმი, რესტორნებსა და კვების დაწესებულებებში შიდა სივრცეებიც გაიხსნა.
კოვიდ-19-ის შესახებ ყველა საარქივო მასალისთვის ეწვიეთ ბმულებს:
- COVID-19 – ყველა სიახლე: თებერვალი 2021 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: იანვარი 2021 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: დეკემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ნოემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ოქტომბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: სექტემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აგვისტო 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივლისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივნისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მაისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი 2020/არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი 2020/არქივი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)