ენგურში კიდევ ერთი გარდაცვლილი გალელი იპოვეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას გალის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ცნობის შემდეგ, მდინარე ენგურში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი დღეს ენგურში დამხრჩვალი სამი პირიდან ერთ-ერთის მეუღლეა.
დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გალის მკვიდრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)