ოკუპირებულ აფხაზეთში თვითმმართველობის „არჩევნები“ ჩატარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 აპრილს ჩატარებული „არჩევნებით“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მომდევნო ოთხი წლის ვადით აირჩიეს. „არჩევნები“ აქამდე ორჯერ გადაიდო – პირველად განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნების“, ხოლო მეორედ რეგიონში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, თვითმმართველობის ორგანოებში არსებული 179 ადგილისთვის 270 კანდიდატი იბრძოდა.
ამავე ინფორმაციით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 58% (900 ამომრჩეველი) გალში დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ გალის მკვიდრი 30 000-მდე ეთნიკურად ქართველი ხმის მიცემის უფლებას მოკლებულია, რადგანაც მათ 2014 და 2017 წლებში „აფხაზეთის მოქალაქეობა“ ჩამოართვეს.
გავრცელებული ცნობებით, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის (სავალდებულო 25%-ზე დაბალი) სოხუმის 19 საარჩევნო ოლქიდან ოთხში „არჩევნები“ არ შედგა. განმეორებითი „არჩევნები“ არაუგვიანეს ორ თვეში უნდა გაიმართოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის „არჩევნების“ წინასწარი შედეგები დღეს უნდა გამოცხადდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში „ადგილობრივი არჩევნები“ გადაიდო
- ოკუპირებულ აფხაზეთში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ 1 ნოემბერს ჩატარდება
- აფხაზი ომბუდსმენი გალში მცხოვრებ ქართველთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)