სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ტელეფონით ისაუბრეს
13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს.
მინისტრ ზალკალიანის თქმით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შექმნილი სიტუაციაც განიხილეს.
ქართველი დიპლომატის განცხადებით, „აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“. „ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ“, განაცხადა მინისტრმა.
„ველ[ოდებ]ით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად, განაცხადა დავით ზალკალიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)