სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობისთვის 2 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 16 აპრილის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა 300 000 ევროს სანაცვლოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ამერიციუმ 241“-ის უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ქალაქ ქუთაისში 2 პირი დააკავეს.
სუს-ის ცნობით, რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და 5-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- სუს-მა რადიოაქტიური მასალების გადატანის მცდელობის გამო, სომხეთის მოქალაქე დააკავა
- ბირთვული მასალის უკანონო მოპოვებისა და გასაღების ფაქტზე სუს-მა ორი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)