მარტი, 1921: იუგოსლავიის სოციალისტური პარტია გმობს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1

სოციალისტები და საქართველო

სამხრეთ სლავიანთა სოციალისტური პარტია.

სამრეთ სლავიანთა სოციალისტურმა პარტიამ ენერგიული პროტესტი გამოაქვეყნა რუსეთის ბოლშევიკების იმ საზიზღარ აგრესიულ მოქმედების წინააღმდეგ, რომელიც გამოიხატა საქართველოზე ასე უხეშათ თავდასხმაში. თითქმის ყველა მიმართულების პრესა სავსეა წერილებით და მოწოდებებით საქართველოს სასარგებლოთ და რუსეთის წინააღმდეგ.