სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია 10 მაისს გამართულ მოსმენაზე 40 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რითაც მელიას ორთვენახევრიანი წინასწარი პატიმრობა დასრულდა. ნიკა მელიამ საპატიმრო მალე უნდა დატოვოს.

სასამართლოს გადაწყვეტილება 8 მაისს ევროკავშირის მიერ ევროპული ფონდ დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დახმარებით გირაოს თანხის გადახდას მოჰყვა.

ამბის წინაისტორია

ნიკა მელია სამართალდამცველებემა 23 თებერვალს, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე გაზრდილი გირაოს (40 000 ლარის) გადაუხდელობას ედავება.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გაზრდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა 1 ნოემბერს „გაყალბებული“ საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონიტორინგის სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო. ნიკა მელიამ 20-21 ივნისის საქმეზე თავდაპირველად მასზე დაკისრებული 30 000 ლარი ერთხელ უკვე გადაიხადა.

მელიას დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, რასაც 1 მარტს ევოპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციასა შორის მედიაციის პროცესის დაწყება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ნიკა მელიას გათავისუფლების ერთ-ერთ გზად ამნისტიას ითვალისწინებდა, თავად ნაციონალური მოძრაობის თვმჯდომარემ ინიციატივა გააკრიტიკა და ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდას დასთანხმდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)