2 მაისი, 1921: რიაზანის საპყრობილეში გარდაიცვალა გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი
გაზ. სოციალისტ-ფედერალისტი, 1921 წლის 5 ივნისი, N79
ნეკროლოგი
ღრმა მწუხარებით გულმოკლულნი დები: ბარბარე და ნადეჟდა, და ძმები: კონსტანტინე, ნიკო, სიკო [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], მათე [სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] – თავიანთი ოჯახებით – და ლადო [სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი გერმანიაში, დამფუძნებელი კრების წევრი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] აუწყებენ ნათესავებს და ნაცბობთ, რომ მაისის 2-ს ქალაქ რიაზანში ტყვეობაში გარდაიცვალა მათთვის უძვირფასესი, საყვარელი და დაუვიწყარი ძმა, საქართველოს სანაპირო რაზმის უფროსი გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი [1921 წლის თებერვლის ბოლოს, კახეთიდან უკანდახევისას თიანეთთან ახლოს სტეფანეს რაზმი ალყაში მოაქცია წითელი არმიის ნაწილებმა. მიუხედავად ამინისტიის გამოცხადებისა საბჭოთა რეჟიმმა სტეფანე პატიმრობაში ტყვეობაში დატოვა და ძმასთან სიკოსთან ერთად რიაზანის საპყრობილეში გადაიყვანა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
პანაშვიდი გადახდილი იქნება კვირას, თიბათვის 5-ს, შუადღის 12-ს, სამხედრო ტაძარში.