ზუგდიდის მერი გადადგა
ზუგდიდის მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად მან „შექმნილი პოლიტიკური ვითარება“ დაასახელა. შენგელიას, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კავშირები ჰქონდა მხედველობაში.
ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 11 მაისს ქართული ოცნება და საკუთარი თანამდებობები ასევე დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა, პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა. მათ გადადგომის მიზეზად გახარიას პოლიტიკურ გუნდთან კავშირების გამო გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან ზეწოლა დაასახელეს. მოგვიანებით, თანამდებობა ხაშურის მერის მოადგილემ, ზურაბ როსებაშვილმაც დატოვა და ასევე თქვა, რომ გადადგომა ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ აიძულა.
შენგელია ზუგდიდის მერის თანამდებობაზე 2019 წლიდან მსახურობდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)