საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მიერ ფრენის შეფერხებაზე 

საბერძნეთიდან ლიეტუვის მიმართულებით მფრინავი Ryanair-ის თვითმფრინავის ბელარუსში დასმის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 მაისს Twitter-ზე დაწერა, რომ „ყველა მგზავრი უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით უნდა სარგებლობდეს“ და რომ „მათი ძალით შეყოვნება სრულიად მიუღებელია“.

„მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას დანიშნულების საწყის ადგილას – ვილნიუსში და მოხარულნი ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

ამ შემთხვევას ზოგმა სახელმწიფომ ტერორიზმი უწოდა, ვინაიდან ბელარუსმა ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის კომერციული ფრენა შეაჩერა და თვითმფრინავს მინსკში დაჯდომა აიძულა, რათა ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი, ბელარუსის ოპოზიციონერი აქტივისტი და  Nexta ჯგუფის ყოფილი რედაქტორი დაეკავებინა. პროტასევიჩის დაკავების შემდეგ ფრენა ვილნიუსის მიმართულებით გაგრძელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)