პარლამენტმა სამი დეპუტატის ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა 27 მაისს გამართულ სხდომაზე პარლამენტიდან გასული სამი დეპუტატის ადგილმონაცველთა – გელა სამხარაულის, ხათუნა კვიციანისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის უფლებამოსილება ცნო.

გელა სამხარაულმა პარლამენტში ქართული ოცნების აწ უკვე ყოფლი დეპუტატატი ირაკლი სესიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც 13 მაისს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლად დაინიშნა.

ხათუნა კვიციანმა საკანონმდებლო ორგანოში ოცნების კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც 24 მაისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ სიით შესული სალომე მუჯირი ჩაანაცვლა, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. რამდენადაც „გირჩმა“ სია გაანულა და მუჯირს პარტიის სხვა ქალი წარმომადგენელი ვერ შეცვლიდა, ადგილი რაქვიაშვილს ერგო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)