საქსტატი: აპრილში ქვეყნის მშპ 44.8%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 44.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ზრდა დაფიქსირდა ყველა დარგში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა.
ამავე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში მშპ საშუალოდ 8.1%-ით გაიზარდა.
გასული წლის აპრილში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 16.6%-ით შემცირდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა
- საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო
- საქსტატი: მარტში მშპ 4%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)