პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი რწმუნებულები დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა, რომელიც დღეს გადამდგარ მალხაზ თორიას შეცვლის, შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული კი – ვალერიან მჭედლიძე იქნება, რომელიც მამუკა საღარეიშვილს ჩაანაცვლებს.
მალხაზ თორია და მამუკა საღარეიშვილი სახელმწიფო რწმუნებულების პოსტზე ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ დანიშნა. მედიის ცნობით, თორია გახარიას ახალ პარტიას შეუერთდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნული რწმუნებული გიორგი გუგუჩია საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და იგი სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
შიდა ქართლის ახალი რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე კი – 2018 წლიდან ამ დრომდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე იყო, მანამდე ამავე სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გადადგა
- ზუგდიდის მერი გადადგა
- გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
- პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)