დღეიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 25 მაისის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ სახმელეთო საზღვრები გასული წლის მარტში ჩაკეტა.
სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლას ის პირები შეძლებენ, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და PCR ტესტის უარყოფით პასუხს ფლობენ. ასევე, საზღვრის კვეთა შეეძლებათ მათაც, ვისაც მხოლოდ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, თუმცა ისინი ვალდებულნი იქნებიან, რომ მომდევნო 72 სთ-ის განმავლობაში განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ. ამასთან, სასურველია, სასურველია, „ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“.
კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით გასული წლის მარტში ჩაიკეტა საჰაერო საზღვარიც. მთავრობამ ფრენების ეტაპობრივი აღდგენა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. რეგულარული ფრენები სრულად 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.
კოვიდ-19-ის შესახებ ყველა სიახლისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)