ასლან ბჟანიამ გაგრისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციების ახალი უფროსები დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 31 მაისს გაგრისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციების ახალი უფროსები დანიშნა.
იური ხაგუში, რომელიც 2020 წლის 30 აპრილიდან გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ამიერიდან ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.
ოჩამჩირის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა ბესლან ბიგვავამ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არტიმონ გაბელაია შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2021 წლის 10 თებერვლიდან ეკავა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)