ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი დაიწყო
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით 2-4 ივნისის ვიზიტის ფარგლებში გუშინ საქართველოს ეწვია.
დღეს დილით სენატორები ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს – ზემო ნიქოზსა და ერგნეთს ესტუმრნენ, სადაც მათ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა. მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა სენატორებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ამჟამინდელი ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
First stop is in Zemo Nikozi village. 🇺🇸 @SenatorShaheen and @senrobportman are briefed on the current security situation in the area, with a focus on ‘borderisation’ activities, such as wire fences, observation posts and surveillance equipment or 'border signs' pic.twitter.com/b1zPvRUY3N
— EUMM Georgia (@EUMMGeorgia) June 3, 2021
მოგვიანებით სენატორები ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდებიან.
სენატორების ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, რაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში უკვე ჩაერთო ან განაცხადა, რომ საკუთარი მანდატებით ისარგებლებენ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერს. მანამდე, 23 მარტს, სენატორმა შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ მაშინ ქვეყანაში არსებული კრიზისი 31 მაისამდე დაიძლეოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)