საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს თბილისს, ბაქოსა და ერევანს ესტუმრება.
სახელმწიფო დეპარტამენტის 4 ივნისის ცნობით, სამხრეთ კავკასიის დედაქალაქებში რიკერის ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებებით წინსვლას, ასევე – გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოს დედაქალაქში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება და მათთან ერთად ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულების, ასევე რუსეთის მიმდინარე აგრესია-ოკუპაციის საკითხებს განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ:
- სენატორები რუსული ოკუპაციის, საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციისა და რეფორმების შესახებ
- ამერიკელმა სენატორებმა საქართველოში ვიზიტი დაიწყეს
- ნოემბერი 2019: სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
- ნოემბერი 2019: სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)