ავსტრიელი მწვანეები მმართველი კოალიციიდან გასვლით იმუქრებიან

(ვენა, 7 ივნისი, რეიტერი) თუკი სებასტიან კურცი სასამართლომ ყალბი ჩვენების მიცემაში ამხილა, მისი კანცლერად დარჩენა “წარმოუდგენელიაო”, უთქვამს ავსტრიი ვიცე კანცლერს, მწვანეთა პარტიის ლიდერ ვერნერ კოგლერს. კურცის საქმეს პროკურატურა იმიტომ იძიებს, რომ მან სავარაუდოდ საპარლამენტო კომისიას არასწორი ცნობები მიაწოდა. მწვანეების განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს ავსტრიული მმართველი კოალიციის სიმყიფეზე.