დიდი შვიდეული ინტერნეტ-გიგანტებს მეტ გადასახადს დააკისრებს
(ლონდონი, 5 ივნისი) დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ინტერნეტის გიგანტებმა: ფეისბუკმა, ეფლმა, ამაზონმა – გადასახადები იქაც უნდა გადაიხადონ, სადაც უმეტეს მოგებას იღებენ და არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მათის სათაო ოფისებია განლაგებული. გადაწყვეტილება რვაწლიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.
გადასახადის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა, მაგალითად საფრანგეთი აპირებს მოგების 15%-იანი გადასახადი დააკისროს ინტერნეტის გიგანტებს