პრინცი უილიამი შოტლანდიაში უფრო ხშირად შეივლის
(ლონდონი, 7 ივნისი, “თაიმსი”) პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი შოტლანდიაში მეტი დროის გატარებას აპირებენ. საქმე ისაა, რომ უილიამს შოტლანდიელების 69% დადებითად უყურებს, უკანასკნელ ხანებში კი შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ სულ უფრო მეტს საუბრობენ, მით უფრო, რაც უკანასკნელი არჩევნებში აქაურმა ნაციონალისტებმა გავლენა გაიმყარეს.
“თაიმსი” სამეფო სასახლის ანონიმურ წარმომადგენელს იმოწმებს, რის თანახმადაც, სამეფო ოჯახი თვლის, რომ შოტლანდია “ლამისაა პოლიტიკოსებმა დაუკარგონ”.
მეტს შოტლანდიური ამბების შესახებ ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.