გერმანის ადგილობრივ არჩევნებში ქრისტიან დემოკრატებმა იმარჯვეს
გერმანიის ზაქსენ -ანჰალთის მიწაზე ჩატარებული არჩევნებში ბევრი რადიკალური მემარჯვენე პარტისი “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AFD) გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცაღა უმრავლესობა, 37.1% „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“ (CDU) დაიბევა.
მეორე ადგილზეა ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) , მემარჯვენე-პოპულისტური პარტია, რომელმაც წინა წლებთან შედარებით ნაკლები ხმები აიღო, მაგრამ, მაინც მოსახლეობის 20,8 პროცენტის მხარდაჭერა გაინაღდა.
სოციალ-დემოკრატების (SPD) მხარდამჭერთა რიცხვი 8.4 პროცენტს ვერ ასცდა. ეს პარტიისთვის ყველაზე დაბალი შედეგია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ . ყველაზე მეტად წაგებულნი კი ამ არჩევნებში მაინც ულტრა-მემარცხენეები (Linke) არიან, წინა არჩევნების შემდეგ მათ მხარდამჭერების 5.3 პუნქტი მოაკლდათ და მხოლოდ 11 პროცენტის აღება მოახერხეს. არადა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ამ მიწაზე მათ ადრე საკმაო მხარდაჭერა ჰქონდათ.
გამარჯვებამ CDU-ს კანდიდატს, არმინ ლაშეტს გაუმაგრა ზურგი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.