ევროკავშირი და აშშ ავღანელ პოლიციელ ქალებთან მოპყრობამ შეაძრწუნა
(ბრიუსელი, ვაშინგტონი, 8 ივნისი) ევროკავშირმა და აშშ-მ დაუყოვნებლივ მოითხოვეს იმ თანამდებობის პირებისა და დამნაშავეების დასჯა, ვინც ავღანელი პოლიციელი ქალების სექსუალური შევიწროვების, მათ შორის სისტემატიური გაუპატიურების საქმეში არიან დამნაშავე. ამის შესახებ ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ეს პრაქტიკა ავღანურ პოლიციაში ღრმადაა ფესვგადგმული – სწორედ იმ პოლიციაში, რომელიც დასავლური ძალების დიდი დახმარებით შეიქმნა და გაიწვრთნა. ევროკავშირის საგარეო სამსახურის თქმით, ისინი “ნულოვანი შემწყნარებლობის პოლიტიკას” გაატარებენ ამგვარ ფაქტებთან დაკავშირებით. აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატმა “შოკისმომგვრელი” უწოდა ამ ცნობებს.