ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც სამი მთავარი ტიტულის მფლობელი გახდა
გუშინ, ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით 29 წლის ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ერთდროულად მსოფლიო, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებს ფლობს.
შავდათუაშვილმა მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შვედი მეტოქე ტომი მაციასი დაამარცხა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ქართველმა ძიუდოისტმა პერუელი ალონზო ვონგი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ისრაელელი იონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა.
-73kg Podium!!
🥇 SHAVDATUASHVILI Lasha (GEO)
🥈 MACIAS Tommy (SWE)
🥉 CILOGLU Bilal (TUR)
🥉 HASHIMOTO Soichi (JPN)
#JudoWorlds #Judo #Hungary #Budapest #Sport #Olympics©️ IJF Media Team – Emanuele Di Feliciantonio pic.twitter.com/PQ1qvZUkKf
— Judo (@Judo) June 8, 2021
შავდათუაშვილი მეხუთე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„ახლა მე მაქვს სამი მთავარი ტიტული ძიუდოში. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალ თაობას შთააგონებს ჩემი კარიერა და ისინი მიხვდებიან, რომ მძიმე შრომის გარეშე ვერ გაიმარჯვებენ“, – იტყობინება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია შავდათუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ „მთელ პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე დაჯილდოებულ ძიუდოისტად“ წოდებულმა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი 66 კგ წონით კატეგორიაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო მოგვიანებით, 2013 წელს იმავე კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)