ავსტრიის კანცლერ კურცის მიმართ გამოძიებაში ახალი სამხილებია
(ვენა, 9 ივნისი) ავსტრიის ეკონომიკურ საქმეთა და კორუფციის საქმეთა პროკურორმა ახალი სამხილები გამოაქვეყნა კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. პროკურორმა სატელეფონო სასაუბრო აპლიკაციით გაცვლილი გზავნილები გამოაქვეყნა მაშინდელ საგარეო მინისტრ კურცსა და ამ სამინისტროს ფინანსური ოფისის ხელმძღვანელს თომას შმიდს შორის. ამ გზავნილებში შმიდი იკვეხნიდა, რომ სამინისტროსათვის ბიუჯეტის 30%-ით გაზრდა მოახერხა მაშინდელ ფინანსთა მინისტრის გვერდის ავლით. პროკურორი ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო დაინიშნა შმიდი კურცის კანცლერობისას ერთ-ერთი სახელმწიფო ჰოლდინგის დირექტორად. მმართველი პარტია ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებს.