ოზურგეთის ფქვილის საწარმოს თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 10 ივნისის განცხადებით, ოზურგეთის ფქვილის საწარმო „გულისტანის“ თანამშრომლებმა, რომლებიც 38 დღე გაფიცულები იყვნენ, დღეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
ამავე ინფორმაციით, საწარმოს თანამშრომლები შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, 12 ივნისს მოაწერენ, ხოლო 14 ივნისს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
კომპანიის წარმომადგენელმა მარინა ჩხაიძემ დაუდასტურა „სამოქალაქო საქართველოს“, რომ მხარეები შეთანხმებას ხელს 12 ივნისს მოაწერენ, რაც ასევე მოიცავს შეთანხმებას ხელფასების განსაზღვრის თაობაზე. თუმცა, მისივე თქმით, ის დეტალებს ვერ დააკონკრეტებს, სანამ სათანადო დოკუმენტი არ შედგება.
საწარმოს თანამშრომლები მაისის დასაწყისში გაიფიცნენ და სხვა საკითხებთან ერთად, ხელფასების შემცირებას აპროტესტებდნენ. გაფიცულები ამბობდნენ, რომ კომპანია მათ თვეში 400 ლარს უხდიდა, თუმცა ოფიციალურად 650 ლარი ჰქონდათ გაფორმებული.
საწარმო „გულისტანს“ შპს „გურია ექსპრესი“ მართავს და მისი მფლობელი თურქეთის მოქალაქე ისმაილ ბოლუკბაშია.
ასევე წაიკითხეთ:
- შუქრუთელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმების შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს
- კომპანია Glovo-ს კურიერების გაფიცვა დასრულდა
- კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
- ხელფასების ზრდაზე შეთანხმების შემდეგ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
- Bolt Food-ის კურიერები ხელფასების შემცირებას და სამსახურიდან „უსამართლო“ გათავისუფლებას აპროტესტებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)