ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს პირობითი სასჯელი შეუფარდეს
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა გულრიფშის სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ 11 ივნისის ინფორმაციით, სასამართლომ ავიძბა 10 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.
იმავე საქმეზე დაკავებული ასლან გუატიჟევი, ანდრეი ლაკტიონოვი, ტალეხ ჰასანოვი და სტანისლავ კულტი სასამართლომ გაამართლა.
ბჟანიას ყოფილი თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ახრა ავიძბა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად, უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს. იგი 4 მარტს სოხუმში დააკავეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე დააკავეს
- ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწემ თანამდებობა დატოვა
- რუსულმა სასამართლომ აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- ბჟანიას თანაშემწის მიერ გამშვები პუნქტის ჭიშკრის შენგრევის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
- ასლან ბჟანიამ დონბასში ნაბრძოლი ახრა ავიძბა თანაშემწედ დანიშნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)