ავსტრია ბელარუსულ ბანკებზე სანქციებს აღარ შეეწინააღმდეგება
(ვენა, 18 ივნისი) ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფარგლებში მოხერხდა ბელარუსული ბანკების წინააღმდეგ “სერიოზული და მიზნობრივი” სანციების შესახებ შეთანხმება. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით “ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებით ნათელ სიგნალს გაგზავნის ბელარუსული რეჟიმის მიერ წარმოებული აუტანელი რეპრესიების საწინააღმდეგოდ”. ამ გადაწყვეტილებამდე ავსტრია ევროკავშირის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ბელარუსის საბანკო სისტემაზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა. აქაური პრესის ცნობით, ევროკავშირის სივრციდან აღებული ბელარუსული სესხების 90% სწორედ ავსტრიის ბანკებზე მოდის.