ბულგარეთის შსს მინისტრი პროკურატორისგან კორუმპირებული მოსამართლეების და პოლიტიკოსების სიის გასაჯაროებას ითხოვს
(სოფია, 20 ივნისი) ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოიკო რაშკოვი პროკურატურისაგან ითხოვს გაასააროვოს 38 მოსამართლისა და პოლიტიკოსების სია, რომლებიც საზღვარგარეთ არადეკლარირებულ ქონებას ფლობენ. ეს სია 2019 წელს შეუდგენიათ, როცა ბულგარეთმა უცხო ქვეყნებისაგან ბულგარეთის მოქალაქეების ხელში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. რაშკოვის თქმით, არადეკლარირებული ქონების ფლობა ელიტური კორუფციის ნიშანიცაა და თანამდებობის პირებზე ზეწოლისთვისაც შეიძლება გამოიყენონ უცხო ქვეყნებმა. რაშკოვი შსს მინისტრის მოვალეობას გარდამავალ მთავრობაში ასრულებს, რომელმაც ბულგარეთი ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს. მისი სამიზნე ყოფილი პრემიერის, ბოიკო ბორისოვის კორუფციული სქემებია, თუმცა გარდამავალი მთავრობის მცდელობას, გამოიძიოს მაშინდელი საქმეები გენერალური პროკურორი, ივან გეშევი ეწინააღმდეგება. აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ბულგარეთში კაბინეტი ვერ შეიქმნა და ვადამდელი არჩევნები 11 ივლისს გაიმართება.