საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-მაისში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 21 ივნისის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 18.2%-ით გაიზარდა და 5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა 24.4%-ით -1.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი – 15.7%-ით, 3.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.9 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7%-ია.
2021 წლის იანვარ-მაისში 758.1 მლნ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 598.7 მლნ, 552 მლნ, 408.1 მლნ და 277.2 მლნ აშშ დოლარით.
262.5 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 205.3 მლნ, 195.6 მლნ, 133.3 მლნ და 116.9 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 624.8 მლნ, 393.4 მლნ, 289.6 მლნ, 224.9 მლნ და 212.6 აშშ დოლარით.
2021 წლის იანვარ-მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 327.2 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 165.5 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 144.3 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 85.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 57.4 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 52.8 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 46 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 36.4 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 33.7 მლნ აშშ დოლარი; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 29.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 559.6 მლნ აშშ დოლარი.
საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომანქანები 309.2 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 255.4 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 233.9 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 158.9 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 138.2 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 79.2 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 51.5 მლნ აშშ დოლარი; მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის – 42.3 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 36.3 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 34.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 2.1 მლრდ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
- პირველ კვარტალში რეალური მშპ 4.5%-ით შემცირდა
- პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა
- საქსტატი: მაისში წლიური ინფლაცია 7.7% იყო
- საქსტატი: აპრილში ქვეყნის მშპ 44.8%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-აპრილში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)