ბრიტანული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ბრიტანული საესკადრონო ნაღმოსანი HMS Defender 26 ივნისს საპორტო ვიზიტით ბათუმის პორტში შევიდა.
ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ გემის ვიზიტი „კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითია გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითებზე თანამშრომლობის“.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სწორედ HMS Defender-ს გაუხსნა რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი, როდესაც ის ოდესიდან საქართველოსკენ მოემართებოდა, და ის ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. თუმცა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობები უარყო. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)