გურიას ახალი რწმუნებული ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ივნისს გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა, რომელმაც პოსტზე გიორგი სახოკია შეცვალა.

რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, მანამდე კი – ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

თავის მხრივ, გიორგი სახოკია, რომელმაც რწმუნებულის პოსტი 26 ივნისს დატოვა, ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში, მრჩევლად დაინიშნა. სახოკია გურიის რწმუნებულად ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ 9 თებერვალს დანიშნა. მანამდე იგი ერთი წლის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

სახოკიას გადადგომას წინ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ასევე გიორგი გახარიას მიერ დანიშნული რწმუნებულების ცვლილება უძღვოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)