საქართველო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს
თავდაცვის სამინისტროს 29 ივნისის განცხადებით, საქართველო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს.
აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება 28 ივნისს ოდესაში დაიწყო და ის უკრაინაში რამდენიმე რეგიონს მოიცავს. აშშ-ის მე-6 ფლოტის ინფორმაციით, წლევანდელ სწავლებას 1997 წლიდან მოყოლებული ყველაზე მეტი მონაწილე ჰყავს.
საქართველოსთან ერთად სწავლებაში 31 ქვეყნის 5 000 წარმომადგენელი მონაწილეობს. საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ხერსონის რეგიონში საველე წვრთნებშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობს. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბშია წარმოდგენილი.
საქართველო ყოველწლიურ წვრთნებში 2001 წლიდან მონაწილეობს. წვრთნების მიზანი შავი ზღვის რეგიონში ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თავსებადობისა და შესაძლებლობების გაზრდაა.
ასევე წაიკითხეთ:
- ბრიტანული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
- საქართველო აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის წვრთნებში მონაწილეობს
- საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა დაასრულა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)