შსს-მ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 ივნისს განაცხადა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში „ტელეკომპანია პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი გადამღებ ჯგუფს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, რის შემდეგაც იგი მიკროფონს ე.წ. ღრუბელს აცლის და ჟურნალისტს ესვრის. კადრებში ასევე ჩანს, რომ იგი ოპერატორის კამერასაც ურტყამს.
ჟურნალისტის მტკიცებით, გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი მამაკაცია წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბიძა გოჩა აფრასიძეა. მისივე თქმით, სოფელ წინწყაროში ისინი ადგილობრივების თხოვნით, იმ პრობლემის გასაშუქებლად ჩავიდნენ, რომელიც „აფრასიძეების კლანის“ მიერ „სახნავ-სათესი მიწებისა“ და „სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობების“ დაპატრონებას ეხება.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოები სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობენ
- სასულიერო პირები დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
- ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანზე თავდასხმისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)