შსს-ს თქმით, „თბილისი პრაიდის“ დღევანდელი ღონისძიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მიიღებს „შესაბამის ზომებს“, რათა უზრუნველყოს ლგბტ თემის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მართლწესრიგის, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა.
„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ჩვენებით იხსნება. შსს-მ განაცხადა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზატორებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შორის. „შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო 5 ივლისის ღირსების მარშის დროს, რომლის წინააღმდეგ გამოსვლასაც ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფები გეგმავენ.
ასევე წაიკითხეთ:
- სალომე ზურაბიშვილი „თბილისი პრაიდს“ მხარდაჭერას უცხადებს
- დიპლომატიური მისიები ხელისუფლებას პრაიდის აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
- საქართველოს საპატრიარქო „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ საუბრობს
- ევროპარლამენტარები ხელისუფლებას თბილისი პრაიდის აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
- ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობაა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)