შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა

2 ივლისის საღამოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. პრესის ცნობებით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ვლადიმერ ბორცვაძე მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაინიშნა. მანამდე იგი უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მსახურობდა. 2006-2018 წლებში ბორცვაძე პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)