საპატრიარქო „თბილისი პრაიდსა“ და ელჩებს აკრიტიკებს, კონტრაქციას გეგმავს
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და უცხოელი დიპლომატები „ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების“ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და 5 ივლისს ღირსების მარშის პარალელურად კონტრაქცია დაგეგმა.
აღნიშნა რა, რომ „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა“ საზოგადოებაში „დაძაბულობასა“ და „არეულობას“ იწვევს, საპატრიარქომ მხარდამჭერები „მშვიდობიანი“ პროტესტის გამოსახატად იხმო და მოუწოდა მათ „არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.
საპატრიარქომ „პრაიდის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერი ელჩები ქვეყნის მიმართ „ზეწოლასა“ და „საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის“ არჩევნის უგულებელყოფაშიც დაადანაშაულა.
„ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
სარედაქციო შენიშვნა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის სიიდან 1990 წლის 17 მაისს ამოიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების დროს კონტრაქციის 23 მონაწილე დააკავეს
- დიპლომატიური მისიები ხელისუფლებას პრაიდის აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
- საქართველოს საპატრიარქო „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ საუბრობს
- ევროპარლამენტარები ხელისუფლებას თბილისი პრაიდის აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)