შსს მოუწოდებს „პრაიდის“ აქტივისტებს საჯარო სივრცეში მარშის გამართვისგან თავი შეიკავონ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს „უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“.

განცხადებაში იმ რისკებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე შეიძლება განვითარდეს.

„აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს“, – ხაზგასმულია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)