გაენათელი მიტროპოლიტი ჟურნალისტს: „შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება“
„შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები“, – უთხრა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნლისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ.
იოანე გამრეკელს მხედველობაში მაისში მომხდარი ინციდენტი ჰქონდა, როდესაც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმავდროულად, მიტროპოლიტმა ზოგადად ჟურნალისტები „ჭინკებად“ და „ენერგოვამპირებად“ მოიხსენია.
მაშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების „საგანგაშო“ ტენდენცია დაგმეს. მათვე ჟურნალისტების დევნის შემთხვევების „დაუყოვნებლივი“ გამოძიებისა და მედიისთვის „თავისუფალი, უსაფრთხო სამუშაო გარემოს“ შექმნისკენ მოუწოდებეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 5 ივლისს ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაიცვალა
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
- სასულიერო პირები დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)