საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივნისში 21.3%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 21.3%-ით გაიზარდა და 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 25.5%-ით – 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 19.5%-ით – 4.3 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: ივნისში წლიური ინფლაცია 9.9% იყო
- საქსტატი: მაისში მშპ 25.8%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-მაისში
- პირველ კვარტალში რეალური მშპ 4.5%-ით შემცირდა
- პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)