ბუში: მერკელთან „ყველაზე დიდი უთანხმოება“ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იყო
გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში გერმანიის კანცლერის საქმიანობაზე საუბრისას, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელთან „ყველაზე დიდი უთანხმოება“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო იყო.
„[ყველაზე დიდი უთანხმოება მერკელთან] გამოიწვია იმან, უნდა გამხდარიყო, თუ არა საქართველო ნატოს წევრობის აპლიკანტი ქვეყანა“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერს „მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი იქნებოდა, მე კი, მიმაჩნდა, რომ ეს სწორი იყო“.
ბუშის თქმით, საბოლოო ჯამში, ისინი შეეცადნენ პერსონალიზების გარეშე მოეგვარებინათ ეს საკითხი, ვინაიდან პოლიტიკის მაღლა სწორედ მეგობრობა დგას.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედი გეგმის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი იყო. კანცლერმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ძალიან ნაადრევი ნაბიჯი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის.
ბუქარესტის სამიტის დეკლარაციამ, საბოლოოდ, დააგინა, რომ საქართველო და უკრაინა „გახდებიან ნატოს წევრები“. თუმცა, კონკრეტული ვადები დაზუსტებული არ არის.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს ამ ეტაპზე MAP-ზე უარს ეუბნებიან
- გერმანია საქართველოს MAP-ში გაწევრიანებას ვეტოს დაადებს – Financial Times
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)