კელი დეგნანი: სანქციები არსებული „ბევრი ინსტრუმენტიდან“ ერთ-ერთია
მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და საელჩომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები დაგმეს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 16 ივლისს განაცხადა რომ „სანქციები არსებული ბევრი ინსტრუმენტიდან ერთ-ერთია“.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ფართო და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე პროცესი შეეჩერებინათ, მოსამართლეთა დანიშვნები მაინც გაგრძელდა.
დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები „სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ უნდა მოხდეს მათი, როგორც ნაჩქარევის უგულებელყოფა“. მას მხედველობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 14 ივლისის განცხადება ჰქონდა, რომლის თქმითაც „საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს“.
კობახიძემ ეს მას შემდეგ თქვა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა მას აშშ-ის ელჩის განცხადების შეფასება სთხოვა. ამ უკანასკნელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის დროს ნაკლები „გადამწყვეტი მოქმედებისთვის“ გააკრიტიკა.
ასევე წაიკითხეთ:
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
- აშშ-ის საელჩო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნებს აკრიტიკებს
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაძლო სანქციებზე, ჟურნალისტის გარდაცვალებასა და ლგბტ უფლებებზე
- ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
- ოდირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესს აკრიტიკებს
- ქართული ოცნების თქმით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებს არ შეაჩერებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)