შსს-მ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ჰომოფობიური ძალადობისას ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა, მათგან ერთი დღეს, მეორე კი – 17 ივლისს.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა, 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის დროს რუსთაველის ტერიტორიაზე, თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაკავებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე ოპერატორის ცემის საქმეზე შსს-ს კიდევ ოთხი პირი ჰყავს დაკავებული. შემთხვევა იმავე დღეს მოხდა, როდესაც ასევე „ტელეკომპანია პირველის“ კიდევ ერთ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას დაესხნენ თავს. იგი 11 ივლისს გარდაიცვალა.
ასევე წაიკითხეთ:
- 5 ივლისის ძალადობისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს
- შსს-მ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა
- „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა
- 5 ივლისის მოვლენებზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 3 პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)