ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში გერმანელი მეტოქე ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
მანამდე, 21 წლის ბექაურმა 90 კგ-იან წონით ნახევარფინალში რუს მეტოქე მიხაელ იგოლნიკოვს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს საქართველოს რიგით მესამე მედალია. მანამდე 66 და 73 კგ-იან წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლები ძიუდეოსტებმა – ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახელობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს მთავრობა საჩუქრად 1 მლნ ლარს გადასცემს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)