საქსტატი: ივნისში მშპ 18.7%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 18.7%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
ამავე ინფორმაციით, 2021 წლის პირველ 6 თვეში ქვეყნის მშპ საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა.
2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 6.1%-ით შემცირდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივნისში 20.7%-ით გაიზარდა
- საქსტატი: ივნისში წლიური ინფლაცია 9.9% იყო
- საქსტატი: მაისში მშპ 25.8%-ით გაიზარდა
- საქსტატი: აპრილში ქვეყნის მშპ 44.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)