შსს-მ „ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობისას „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც მასზე ძალადობიდან ექვს დღეში გარდაიცვალა, კიდევ 1 პირი დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულის მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს. „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის საქმეზე შსს-ს ჯამში 6 პირი ჰყავს დაკავებული.
შსს-მ ქიმიური ექსპერტიზის პირველად შედეგებზე დაყრდნობით თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება ყოფილიყო. გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები უწყების ვერსიას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა მორფს 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გამოწვეული ტკივილის გაყუჩებისთვის იყენებდა.
- შსს-ს თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო
- შსს: ალექსანდრე ლაშქარავასთვის ჰეროინის მიყიდვის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
5 ივლისს დედაქალაქში ჰომოფობიურ ნიადაგზე ჟურნალისტებზე ძალადობისას მედიის მინიმუმ 53 წარმომადგენელი დაშავდა. ჯამში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს სულ 25 პირი ჰყავს დაკავებული.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე თავდასხმისთვის კიდევ 1 პირი დააკავა
- შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავა
- შსს-მ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა
- 5 ივლისის ძალადობისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს
- შსს-მ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა
- „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა
- 5 ივლისის მოვლენებზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 3 პირი დააკავა